|
2015-05-18 18:01:55, 387 ნახვა
პოლიტიკა
დავით პატარაია: ავსტრიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ ვიზიტით უფრო მაღალ საფეხურზე ავა
„ავსტრიის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანამშრომლობის თვალსაზრიისთ, უფრო მაღალ საფეხურზე ავა“,-ამის შესახებ პრეზიდნეტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ავსტრიის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე ავა თანამშრომლობის და მეგობრობის თვალსაზრისით. ამ ვიზიტის ფარგლებში მე უპირველეს ყოვლისა გამოვყოფდი გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებს, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით ავსტრიის მხარადაჭერას. აგრეთვე, ბუნებრივია ეკონომიკურ თემატიკას. იქნება მსჯელობა აუცილებლად ეკონომიკური მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე“,-განაცხადა დავით პატარაიამ. საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგას ამწუთებში პირისპირ ხვდება. მანამდე პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები წარუდგინა, ხოლო ჰაინც ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტს ავსტრიის დელეგაციის წევრები გააცნო. ავსტრიის პრეზიდნეტი ჰაინც ფიშერი გიორგი მარგველაშვილის მოწვევით საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)