|
2018-03-13 12:55:08, 1017 ნახვა
რეგიონი
2017 წელს, აჭარას 67 ახალი კვებისა და განთავსების ობიექტი შეემატა
2017 წელს, აჭარას 67 ახალი კვებისა და განთავსების ობიექტი შეემატა. ჯამში, კი გასულ წელს ტურისტებს რეგიონში 417 კვებისა და 429 განთავსების ობიექტი ემსახურებოდა. მონაცემები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში არსებული რეგისტრირებული კვებისა და განთავსების ობიექტების კვლევისას დაფიქსირდა. აჭარაში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტები ყველა გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. გასული წლის მონაცემებით, კაფე-ბარების, რესტორნების, ლაუნჯებისა და სხვა კვების ობიექტების დიდი ნაწილი - 237 ობიექტი ბათუმში მდებარეობდა, დანარჩენი 180 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. მათგან 44 ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა. რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან 277 ბათუმშია განთავსებული, 92 ქობულეთში, 60 კი აჭარის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, აჭარაში 21 602 საწოლი ადგილია რეგისტრირებული, საიდანაც 13 261 ბათუმში მდებარეობს. მათგან 23 განთავსების ობიექტი რეგიონში გასულ წელს გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები „Metro Sky Tower“, “Wyndham“, „ირე პალასი“ და ,,ბლექ სიი ჰოსტელი“. მიმდინარე წელს, რეგიონს ისევ შეემატება ტურისტული ობიექტები. მათგან ყველაზე მსხვილი 159 ნომრიანი სასტუმროს (ყოფილი სემირამიდას ბაღები) გახსნა ბათუმში ზაფხულში იგეგმება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)