13:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 11:13:47, 1570 ნახვა

საზოგადოება
თსუ-მ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია დააჯილდოვა.

უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისათვისა და თანადგომისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ იმ კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც თსუ-ს ქიმიის მიმართულების სტუდენტები არიან დასაქმებულები, გადიან პრაქტიკასა და სტაჟირებას.

ღონისძიება თსუ-ს 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.

ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.

მსგავსი სახის ღონისძიებები მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში დასაქმდა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების კურსადმთავრებული, დავით სალამაშვილი.

2016/2017 წლის მონაცემებით, საწარმოო პრაქტიკების დასრულების შემდეგ დასაქმებულია 10 სტუდენტი. პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდა 49 სტუდენტს.

მიმდინარეობს დასაქმებული სტუდენტების შემდგომი პროფესიული განვითარება. საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა.

შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics