08:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 12:46:17, 781 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მოქალაქეთა ღია მიღება გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.

მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა.

ადგილობრივებმა მერს დახმარების გაწევა ძირითადად სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა შინაარსის საკითხების ირგვლივ სთხოვეს.

ფრიდონ ფუტკარაძე მოქალაქეებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობის გაწევას დაპირდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მოქალაქეებს საქველმოქმედო ,,ფონდი ქველმოქმედება“-დანაც უწევს დახმარებას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაფუძნებული.

საქველმოქმედო ფონდის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების გატარება.

მოქალაქეთა მიღებას მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძიძე და ჯანმრთლობისა და სოციალური სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ესწრებოდნენ.

შუახევის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები სამშაბათი და ხუთშაბათია, თუმცა, ფრიდონ ფუტკარაძე მათ ყოველდღე ღებულობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics