|
2018-03-03 16:02:40, 833 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ღვაწლმოსილ პედაგოგებს დედის დღე მიულოცა
3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად მაღალმთიან აჭარას სტუმრობდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელმა ქედაში და შუახევში მცხოვრები მრავალშვილიანი პედაგოგი დედები, მეხფულე ცეცხლაძე და ცისანა აბუსერიძე მოინახულა და გაწეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. ,,ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული - დედის დღე! ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს ჩვენ ვსტუმრობთ მაღალმთიან აჭარას. დედის დღე მივულოცეთ ღვაწლმოსილ და მრავალშვილიან პედაგოგ დედებს, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ეწეოდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობას და თავის ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ქალბატონებს დღესასწაული ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, საქართველოს პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელთაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე შეკრებილ ღვაწლმოსილ, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)