|
2018-03-02 17:35:12, 864 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. მან ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 60-მდე წარმომადგენელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში წითელას ინფექციის ეპიდემიასთან გამკლავების გზებზე გამახვილდა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ინფექციის პრევენციისა და შეკავების მიზნით, უკვე განხორციელებული ღონისძიებები და გაუმჯობესების გზები განიხილა. აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც. ვირუსის სრულად აღმოსაფხვრელად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მისი პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიწოდების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სხდომაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი საპილოტე პროგრამა „აჭარა ტუბერკულოზის გარეშე“ წარადგინეს. მისი განხორციელება რეგიონში მიმდინარე წლის ივლისიდან იგეგმება. აჭარის სამედიცინო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამისა და მოქალაქის პორტალის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შეფასება მოისმინა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)