|
2018-03-02 14:57:13, 739 ნახვა
რეგიონი
ფოთის დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ფოთში, დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ახალ დასახლებაში, სადაც 1 238 ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ინვენტარით აღჭურვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. დევნილთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კორპორაცია „ჰიპ“-მა საბავშვო ბაღს მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა. ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში დასახლებაში მცხოვრები 14 დევნილი დასაქმდა. საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ფოთის მერი გოჩა კურდღელია. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)