|
2018-03-01 17:17:12, 2956 ნახვა
რეგიონი
ქართულმა მხარემ IPRM-ის შეხვედრა, სადაც ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს განიხილავდნენ, პროტესტის ნიშნად დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ერგნეთში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ გაგრძელდება. "ძალიან რთული სხდომა იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ორი ძირითადი შეკითხვა დაისვა ჩვენი მხრიდან, ცხადია არჩილ ტატუნაშვილის საქმის განხილვის კონტექსტში. პირველი კითხვა იყო - როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას, ხოლო მეორე - როდის შეეძლებათ ახალგორში საქართველოს ორი მოქალაქეს დატოვოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორია. სამსაათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ ჩვენ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა, გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური მთავრობისთვის არჩილ ტატუნაშვილის საქმე, ის ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 22 თებერვალს, აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკიტხის განხილვა, რომელიც მათ შორის დრევანდელი დღის წესრიგშიც იყო წარმოდგენილი, მაშინ როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება თავის ოჯახს", - განაცხადა ქემოკლიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)