|
2018-03-01 16:47:38, 614 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ასევე ქ. ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერები ესწრებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის დახმარების საკითხი. „კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანძრის შედეგად დაზრალებული ორი და ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების გამო დაზარალებული ხუთი ოჯახის დახმარების საკითხი. ქ. ბათუმში მცხოვრები ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების გამო დაზარალებული ორი ოჯახის საკითხი, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწყერისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული თითო ოჯახის საკითხი, ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის დახმარების საკითხი. მუნიციპალიტეტების მერიების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის თანახმად დაზარალებული ოჯახებისათვის გასაწევი ფინანსური დახმრება 95 046 ლარს შედგენს. კომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა/გამაგრებისთვის თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ. 2017 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ ფინანსური დახმარება 198 ოჯახს გაეწია, სულ 2 966 981 ლარის ოდენობით. მიმდინარე წელს კი თანხა გაიცა 8 ოჯახზე, 79 169 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)