|
2018-02-28 17:55:16, 869 ნახვა
რეგიონი
FEMTEC-ის მსოფლიო კონგრესი ბათუმში ჩატარდება
კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა მსოფლიო ფედერაციის 71-ე კონგრესი ბათუმში ჩატარდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის ექიმთა გაერთიანებული სამეცნიერო საზოგადოების გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრა, რომელიც კლინიკა „მედ-ცენტრში“ ჩატარდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი უმბერტო სოლიმენესი და აჭარის ექიმთა საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. “შემოდგომაზე ბათუმში კლიმატოლოგიისა და ბალნეოლოგიის მიმართულებით ჩატარდება საერთაშორისო კონგრესი. მოგეხსენებათ, აჭარის რეგიონს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს, მსგავსი სახის ღონისძიებები ხელ შეუწყობს დარგის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ ბალნელოგია უნდა გახდეს სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ჯანდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს მის განვითარებას“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. დღევანდელი შეხვედრა აჭარის ექიმთა გაერთიანებული სამეცნიერო საზოგადოების კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა მსოფლიო ფედერაცისს წევრად მიღებას მიეძღვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო ფედერაციამ გასული წლის 17 ოქტომბერს, იტალიაში გამართულ რიგით 70-ე კონგრესზე მიიღო. „ქართული სამედიცინო აზროვნების განვითარების ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რაგანაც მომავალში იგი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი სტიმული ჩვენი საკურორტო მომსახურების აღდგენის, კადრების მომზადების, ტექნიკით აღჭურვის, ახალი ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოვლინების, დანერგვის და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საქმეში“, - განაცხადა აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების ხელმძღვანელმა რამაზ სურმანიძემ. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)