|
2018-02-27 15:40:15, 999 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას ეხმაურება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას ეხმაურება. „გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს გამართულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება. კომპანიებს აქვთ ვალდებულება მოახდინონ აღნიშნული ტერიტორიების რეკულტივაცია, რასაც აჭარის მთავრობა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სრულ მონიტორინგს გაუწევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამზადებულია ახალი ნარგავები, წესრიგდება ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა, პროცესში ჩართულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები. გარდა ამისა, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიცია, შენდება ულტრათანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მოეწყობა საბაგირო და ზღვისპირა ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება საზოგადოებრივი გამოყენების და აღნიშნულით სარგებლობა ყველას შეეძლება. ნაციონალურ მოძრაობას სურს ხეების გადატანის საკითხი ხელოვნურად აქციოს აჟიოტაჟის საგნად, მაშინ როცა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიჩეხა ასეულობით ჰექტარი ხე-ტყე და განადგურდა სარეკრეაციო ზონები“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)