|
2018-02-26 16:19:12, 757 ნახვა
რეგიონი
რეგიონებში იმიტირებული სასამართლო პროცესები იმართება
ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება - ამ მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად განაგრძობს პროექტს - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის". ამჯერად, იმიტირებული პროცესი ქალაქ გორსა და თელავში, ადგილობრივ რაიონულ სასამართლოებში გაიმართა. პროექტში 60 მოსწავლე და 20 სტუდენტი ჩაერთო. მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარი პროკურატურის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა. პროექტში ნაფიც-მსაჯულებად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ. დასკვნით ეტაპზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, ასევე, საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე - „საუკეთესო პროკურორი“ და „საუკეთესო ადვოკატი“ ჟიურიმ დაასახელა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და ცენტრის წარმომადგენელმა ვლადიმერ ხელაძემ გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური თასები, სერტიფიკატები, მედლები და წიგნის შესაძენი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. ღონისძიებას მთავარი პროკურატურისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მომდევნო იმიტირებული პროცესები კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში იგეგმება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეების სამართლის დარგით დაინტერესება, ახალგაზრდებში მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)