|
2018-02-24 16:54:50, 934 ნახვა
რეგიონი
შუახევში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა
დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის ინტელექტ-კლუბის ინიციატივით ჩატარდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად?როდის?”. ინტელექტუალურ თამაშს მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც გუნდებს თამაშის დაწყების წინ წარმატებები უსურვეს. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლის და ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეები. სულ ასპარეზობდა 21 გუნდი. საკმაოდ საინტერესო ტურნირის შედეგად საპრიზო ადგილი გუნდმა ,,სკოლის დირექტორები“ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა და შუბნის ,,ვეტერანებმა“ გადაინაწილეს.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდი "სკოლის დირექტორები“ სიგელებით, წიგნებითა და თასით დაჯილდოვდნენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სამახსოვროდ სიგელები და წიგნები გადაეცათ. შუახევის ინტელექტ-კლუბის მიზანია, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირთა დაინტერესება ინტელექტუალური თამაშებით და მათი ინტელექტუალური დონის ამაღლება, ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალურ თამაშებში ჩართვა და განათლების ამაღლების ხელშეწყობა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)