|
2018-02-21 15:37:47, 1064 ნახვა
რეგიონი
აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების გამო, სტუდენტების ვაქცინაცია დაიწყო
წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების გამო, სტუდენტების არაგეგმიური ვაქცინაცია დიწყო. აცრა, პირველ ეტაპზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუცრელ და არასრულად აცრილ სტუდენტებს ჩაუტარდათ. უნივერსიტეტში სტუდენტების ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ. ბოლო მონაცემებით აჭარაში რეგისტრირებულია წითელათი ინფიცირების 222 შემთხვევა, მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობა 64% ბათუმში აღირიცხება. განსაკუთრებით მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული 16 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში (55%). აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ კლინიკებს და ჩაიტარონ ვაქცინაქცია. აცრა უფასოა. „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ სისტემატურად მიმდინარეობს წითელას აფეთქების ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები. კერძოდ, ბაღებსა და სკოლებში აღირიცხა ყველა ბავშვი, ვისაც არ ჰქონდა ჩატარებული წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან არასრულად იყო აცრილი, გაეწიათ რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციისთვის აუცილებლად მიემართათ იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც იმყოფებიან აღრიცხვაზე. ცენტრის მონაცემებით მიმდინარე წელს წითელას საწინააღმდეგოდ ჩატარდა არაგეგმიური 3000-მდე აცრა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)