11:38 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 10:49:14, 2533 ნახვა

მსოფლიო
აშშ სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, 1 თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა. 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ აღმოსავლეთ ღუტაზე მორიგი იერიში მიიტანეს.

სადამკვირვებლო ჯგუფების მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ღუტაში 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გაეროს მოთხოვნას, ძალაში შევიდეს ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს აუცილებელია რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად და მშვიდობიანი მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა.

ამ საკითხზე, მხარეების პოზიცია, ჯერჯერობით უცნობია.

აღმოსავლეთ ღუტას ამბოხებულები აკონტროლებენ. უკვე ოთხი წელია ქალაქი ალყაში იმყოფება. გაერო-ს მონაცემებით, ტერიტორიაზე, სადაც 400 000 ადამიანი ცხოვრობს, უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics