19:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 15:06:27, 1602 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უწყების კომპლექსურ ღონისძიებებზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა  „UNICEF"-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში − „სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა მიმართ და ოჯახური ძალადობის დაძლევისა და კეთილდღეობისათვის"  − მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბავშვთა დაცვის კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიღწევებზე  ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვთა დაცვა ყველა სახის ძალადობისგან როგორც ოჯახში, ისე ოჯახის ფარგლებს გარეთ ერთ-ერთი კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს უწყებათაშორის მჭიდრო, კოორდინირებულ მუშაობას აღმასრულებელი ხელისუფლებისა თუ ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე.

ღონისძიებაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებზე გაამახვილა. მან საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების დაცვისათვის განხორციელდა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ასეთ ბავშვებს არ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, რაც  გამოწვეული იყო იმით, რომ მათზე პასუხისმგებელი პირები არ მიმართავდნენ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტის გაცემის თხოვნით; ეს კი აფერხებდა მათ იდენტიფიცირებას, ჩართვას განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სერვისებში.

ამ გამოწვევების საპასუხოდ 2016 წელს ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა, რომელთა საფუძველზეც შემოტანილ იქნა ცნება „მიუსაფარი ბავშვი". მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უსასყიდლოდ გაცემის კუთხით სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის" შეიქმნა შესაბამისი ბაზა და სამართლებრივი საფუძველი.

ამავე ცვლილებებით, დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) ახალი პროცედურები, რამაც 2016 წლის სექტემბრიდან გააფართოვა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ უწყებათა წრე და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მოიცვა მუნიციპალიტეტებიც; ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიმართ არსებული გამოწვევების შესწავლის, იდენტიფიცირებული მიუსაფარი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კი, იუსტიციის სამინისტრომ 2016-2017 წლებში საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებზე  79000 ლარი გასცა.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა  განათლების სისტემის  მიღმა დარჩენილ 18 წლამდე მოზარდების შესახებაც. თეა წულუკიანის განცხადებით, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მუდმივად იმართება მოზარდების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები; შეიქმნა და შემუშავდა სპეციალური პროგრამები რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის. 2014-2017 წლებში ამგვარი სპეციალური პროგრამებით 1286-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა.

„UNICEF"-ის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებმა. დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლისა და  რეფერირების შიდა მექანიზმების შესახებ პრეზენტაცია გამართა; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საჯარო რეესტრმა და იუსტიციის სახლმა ღონისძიების მონაწილეებს  თავიანთი სერვისები გააცნეს; საკანონმდებლო მაცნეს ჰქონდა ცალკე განყოფილება, სადაც ღონისძიების მონაწილეებს წარედგინათ ამონარიდები ბავშვთა და სტამბოლის კონვენციებიდან; ეროვნულმა არქივმა კი თემატური პოსტები განათავსა.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ და თავიანთი სერვისების პრეზენტაცია გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტომ, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, გენდერის კომისიამ და „UNICEF"-მა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics