19:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 13:31:19, 1431 ნახვა

საზოგადოება
პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა 22:00 საათიდან მოხდება

თბილისის მერია ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით,  პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტს იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პროექტი ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების 22:00 საათიდან დაცლას ითვალისწინებს. 

„იმისათვის, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლოს და მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლეობის მხრიდან გათვალისწინება, რომ კონტეინერების ავსება საღამოს საათებში მოხდეს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მაქსიმალურად მიაწოდონ. 

„თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა რაიონებში  და არ არის გამორიცხული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, ანალოგიური მიდგომა გვქონდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics