18:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 18:50:53, 3660 ნახვა

საზოგადოება
საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის  2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.

ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 33 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 5 იყო.

საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, კერძოდ, 2018 წელს 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას მოხმარდება. ასევე იზრდება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის და გამწვანების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები. შესწორებული ვერსიით თბილისის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 898 მილიონი ლარი შეადგინა.

დღესვე დეპუტატებმა  შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ და ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს“ დაფუძნებას, ასევე თბილისის მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის დებულებებში შესატან ცვლილებებს მისცეს თანხმობა.

ცვლილება განხორციელდა არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებულ მომსახურების და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესშიც.

საკრებულოს წევრებმა დღესვე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს და საკრებულოს შესაბამის  დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი.

რიგგარეშე სხდომაზე  საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი სახლების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს და ასევე თბილისში  14 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსების გაჩერებისთვის წინასწარ დადგენილი ადგილები განსაზღვრეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა,  წარმოდგენილი რეგულაცია  რუსთავი-თბილისის ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებზეც გავრცელდა.  

საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე სულ 20 საკითხი განიხილეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics