|
2015-05-15 10:17:20, 2104 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნდობის გამოცხადებაა
საქართველო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელს, უეფა-ს სუპერთასი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, აბრეშუმის გზის ფორუმი, - ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საკითხში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წვლილზე ისაუბრა და მას აღნიშნული გადაწყვეტილება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და განაცხადა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა, როგორც საქართველოს ცნობადობის გაზრდის, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. „მინდა, ყველას მოგილოცოთ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების წარმატება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)