09:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 09:32:54, 1738 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადდება.

როგორც ბრლადებულ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, მტკიცბულებების გათვალისწინებით, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, დეკანოზი უნდა გამართლდეს.

„თუ სასამართლო ძალაში დატოვებს ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენს, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ეს იქნება ნიშანი, რომ მოსამართლეები და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.  ყველა ეს მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის გარკვეული პირთა მიერ დაგეგმილი, ძალიან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი“, - აღნიშნა რამიშვილმა.

მისივე თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ზემდგომ ინსტანციას მიმართავენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics