|
2018-02-12 17:47:10, 811 ნახვა
რეგიონი
სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2017 წლის 19 მარტს დაიწყო. პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის „პრიორიტეტული ღონისძიებების" ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლაპოტი 2012" განახორციელა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 107577 ლარი შეადგინა. ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. ,,სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყოველთვიურად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უცხოში სადაც რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დავათვალიერეთ. ბაღში 30 ბავშვი ისწავლის. 110 ათას ლარამდე დაიხარჯა ამ პროექტში. პირველ სართულზე ასევე იქნება სოფლის კლუბი. ეს წარმატებული პროექტი ხელს შეუწყობს მთის განვითარებას. ჩვენი მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მასიური მიგრაცია მთიდან. სწორედ მთის კანონი რომელიც მუშაობს აქ, ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში მცხოვრები ადამიანების დასაქმებას და განვითარებას მთის, არის მთავარი სტრატეგია ჩვენი ხელისუფლების"- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)