09:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 12:35:29, 1754 ნახვა

სამართალი
თივის პრესების ქვეშ პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურის მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე ვიზალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13.2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს.

"მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება", - აცხადებენ უწყებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics