13:32 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 11:00:19, 1842 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: უნივერსიტეტმა შეასრულა ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა ეკლესიას, მაგრამ ვერ შეძლო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თსუ-ში მიმდინარე ღონისძიებაზე  შეკრებილებს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პატრიარქის თქმით, უნივერსიტეტი ქართული კულტურის, ქართული წარსულის, აწმყოსი, სულიერების, ინტელექტისა და მომავლის მაჩვენებელია.

"მინდა, უპირველეს ყოვლისა, პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მინდა,  დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი- უწმინდესი და უნეტარესი კირიონი  კათოლიკოს პატრიარქი საქართველოსი. მან შეასრულა პარაკლისი უნივერსიტეტის დალოცვისა. უნივერსიტეტი არის მაჩვენებელი ქართული კულტურისა, ქართული წარსულისა, აწმყოსი და მომავლის. ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, სულიერობისა. მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მიღვაწეობა, რომელიც განვლო უნივერსიტეტმა, არის საოცრება. ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა ეკლესიას და ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძინე ტვირთად დააწვა ქვეყანას, ვერ წარმოვიდგენთ საქართველოს ჩვენი დიდი მეცნიერების გარეშე. მქონდა საშუალება, დავესწარი კორნელი კეკელიძის გარდაცვალებას. იმ დროს კათალიკოს პატრიარქი ბრძანდენოდა ეფრემ მეორე და ის იყო მიღვაწე კეკელიძისა. სახელი ეფრემი კეკელიძემ აურჩია მას. ჩვენ წავედით მის სახლში და ჩვენ ვემთხვიეთ მის ხელს გარდაცვალებულს. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ასეთი თავდადებული პროფესორ- მასწავლებლები, არანაკლები მომავალი ექნება. დალოცვილი იყავით რექტორატი, პროფესორ- მასწავლებლები, სტუდენტები. დალიცვილი იყოს საქართველო, რომელსაც გააჩნია ასეთი დიდი სულიერი საუნჯე", - ბრძანა პატრიარქმა. მან ასევე საზოგადოებას მეფე დავით აღმაშენებლის დღესაწაული მიულოცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics