12:20 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 14:30:05, 1730 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა წიაღის სექტორში მომუშავე კომპანიებს დარგში დაგეგმილი რეფორმები გააცნო

პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორში მომუშავე ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

მინისტრმა,  დარგში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.  შეხვედრა სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა.
 
ქუმსიშვილმა, მონაწილეებს  წიაღის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი წარუდგინდა. 
 
ქუმსიშვილის  განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტულ რეფორმებს შორისაა სამთო-მოპოვებითი სექტორის რეგულირების მიმართულებაც. 

მისი თქმით, ბოლო წლების ტენდენციებია ქართველოში წიაღით სარგებლობის მოთხოვნასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია. კერძოდ, 2014 წელთან შედარებით, პრაქტიკულად გაორმაგდა მოთხოვნა  სარგებლობის ლიცენზიებზე, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა სამშენებლო ნედლეულზე.
 
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, „ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  მხარდაჭერით დაიწყება წიაღის სექტორის ფართო მასშტაბიანი რეფორმა. 2018 წელს შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ახალი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდება.
 
მისივე ინფორმაციით, სექტორში 25,000 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წიაღისეულით სარგებლობის სფეროში შექმნილი პროდუქციის დიდი ნაწილი  ექსპორტზე გადის. ( წიაღისეული რესურსების წილი ექსპორტში 35 პროცენტს შეადგენს).
 
შეხვედრაზე  საუბარი წარიმართა სტუქტურული რეფორმების შედეგად შექმნილ ახალ უწყებაზე- წიაღის ეროვნულ სააგენტოს ძირითადი ფუნქციები  მუდმივად განახლებადი და ხელმისაწვდომი გეოლოგიური ინფორმაციის უზრუნველოფა იქნება,  სალიცენზიო ობიექტისთვის გეოლოგიური ინფორმაციის მომზადება, წიაღის სახელმწიფო ბალანსის მართვა, ობიექტების ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი.
 
შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენელთაშეკითხვებს უპასუხა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics