21:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 20:24:00, 2375 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომის დაწყებისთანავე ერთმანეთს სიტყვიერად  დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რომელიც ხაბეიშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარის გამო გააკრიტიკა.

"ეს არ არის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი. რეგლამენტის დარღვევით მოვითხოვეთ რიგგარეშე სხდომა?", - მიმართა კითხვით ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს.

პასუხად, გიორგი ტყემალაძემ განმარტა, რომ მან გადაწყვეტილება კანონის და რეგლამენტის დაცვით მიიღო.

ფრაქციის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დემონსტრაციულად გადახია ის დებულება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს გადაუგზავნა და რომელიც სხდომის ჩატარებასა და ვარკეთილის მეტროში მომხდარი ფაქტის განხილვას ეხებოდა დ სხდომა დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics