04:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 18:15:24, 1849 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარიამ და EEAS-ის გენერალური მდივნის მოადგილემ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს - პედრო სერანოს, საქართველოში ევროკავშირის მისიის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გადასასვლელების დახურვის უპრეცედენტო, ნეგატიურ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადამიანთა უკანონოდ დაკავებებს და „ბორდერიზაციის“ პროცესს, ასევე, ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

გიორგი გახარიამ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის და ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics