12:21 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:11:12, 1783 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობამ 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.  

დედაქალაქის მერმა იაპონიის მთავრობას შსს-სთვის ახალი ავტომანქანების გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა, შინაგან საქმეთა მინისტრს კი, რეფორმების განხორციელების კუთხით, წარმატება უსურვა. 

„ეს საპატრულო პოლიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი გახარია მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს, რაშიც წარმატება მინდა ვუსურვო. ზოგადად, პოლიცია და მისი სწორად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც  ჩვენს უსაფრთხოებას სიცოცხლის ფასად იცავენ. ამიტომ, მინდა თითოეულ პოლიციელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებენ და წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს. ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო ელექტრომობილები სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა. 

2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას არასაპროექტო საგრანტო დახმარება გადასცა, რომელიც ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას ისახავდა მიზნად. გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა კორპორაცია „მიცუბიშისთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 96 ავტომობილი შეიძინა.

ავტომანქანების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics