04:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 12:32:20, 1704 ნახვა

სამართალი
ირაკლი ჩხვირკიას დედა პრეზიდენტს შვილის შეწყალებას სთხოვს

ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულ ირაკლი ჩხვირკიას დედა ცისანა როსტობაია პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს. მან შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეიტანა.

„გამოიყენოს პრეზიდენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებები და შევიდეს ჩემს ოჯახურ მდგომარეობაში. ჩემი შვილი არ არის კრიმინალი, ხულიგანი, ნარკომანი და საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება, რომ ციხეში იყოს გამოკეტილი“,-განაცხადა ირაკლი ჩხვირკიას დედამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკიას ქმედება დააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია) და  სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 11-12 მარტს, ქალაქ ბათუმში განახორციელდა  ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა, გზების გადაკეტვა, მოძრაობის შეფერხება, ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება და ავტომანქანების დაწვა, ასევე  შეფერხდა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics