10:05 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 12:19:43, 1799 ნახვა

საზოგადოება
​ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მერია „ახმეტელის თეატრში“ ჩატარებული სამუშაოების ხარისხს შეამოწმებს

თბილისის მერია, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" შემოწმებას იწყებს, რომლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

აღნიშნული კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს მეტროსადგურ "ვარკეთილშიც" აწარმოებდა, სადაც დღეს ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

როგორც კალაძემ განაცხადა,  მეტროსადგურ „ახმეტელზე“ შემოწმება დღესვე დაიწყება. 

„ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს. შემთხვევითი არ არის, რომ მე ყოველთვის მშენებლობის ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, ძალიან მაკაცრი ვიქნებით და თავს არ დავუხრით ასეთ მდგომარეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics