13:45 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 16:59:31, 441 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას შეხვდა

რიგის სამიტისთვის მზადების პროცესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს დელეგაციის შეხვედრის ძირითადი თემები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების პრიორიტეტულ თემებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესზე. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო განაგრძობს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მიზანია ახალი ინიციატივის წამოწყება, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების ხელშეწყობისკენ.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. აღინიშნა საქართველოს როლი საერთაშორისო ანტიტერორისტულ მისიებში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.

ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე–პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics