|
2018-01-26 19:02:03, 1775 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, გადალახვა და ასევე შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე
ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, ვეტოს გადალახვა და ასევე შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარის პოზიცია არგუმენტირებულად იყოს წარმოდგენილი. "გვქონდა საუბარი იმ კანონპროექტის დეტალებზე, რომელიც მიიღო პარლამენტმა და რომელიც ახლა გადის ვეტოს პროცედურას. იყო ძალიან საინტერესო დისკუსია და ჩვენ გვქონდა არგუმენტები წარმოდგენილი. უნდა გაგრძელდეს შემდგომი კონსულტაციები და ამაზე დღესვე შევთანხმდით. უნდა ჩამოვყალიბდეთ ფორმატზე, სადაც კიდევ ერთხელ გაიცვლება არგუმენტები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის თვითმიზანი არ არის ვეტოს დაძლევა, ჩვენთვის მთავარია მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც საზმაუს განვითარების ინტერესს წაადგება და ასევე არ დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესებს. თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, ამას შემდგომი განხილვები გამოავლენს. ყურადღებით ვუსმენდი კერძო მაუწყებლების წარმომადგენლებს. ყველა არგუმენტი რა თქმა უნდა ყურადსაღებია. მთავარია, რომ არგუმენტი იყოს დაფუძნებული მსჯელობაზე. ვეტოს ტექსტში, რომელიც 21-გვერდიანია, არც ერთი არგუმენტი არ არის ამოკითხვადი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ბევრად უფრო ღრმა საუბარი შედგა დღეს. მნიშვნელოვანია მათთან შეხვედრა განმეორდეს და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გაზიარება, ვეტოს გადალახვა და ასევე შეგვიძლია არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე. ამის სამივე მეწანიზმი აქვს საქართველოს პარლამენტს. მთავარია იმ შეხვედრის ჩატარება. ველოდებით არგუმენტებს მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან და ასევე შედგება კონსულტაციები საზმაუს წარმომადგენლებთან. ხშირად საპარლამენტო ცხოვრებაში არსებობს არგუმენტების დეფიციტი, მაგრამ აქცენტს სწორედ არგუმენტებზე გავაკეთებთ. შემდგომი ფორმატი უნდა იყოს ბევრად ფართო და მას უნდა ესწრებოდნენ ასევე კომიტეტები და დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტაი აქტიურად იყვნენ ჩართული.",-განაცხადა კობაძიემ და დასძინა, რომ მორიგი შეხვედრის თარიღი დაზუსტდება. "ეს ტექნიკური მხარეა - მთავარია შეხვედრა შედგეს", - აღნიშნა მან. პარლამენტის თავმჯდომარემ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოჩენილი ინიციატივისთვის და შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)