00:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 20:21:41, 1782 ნახვა

სამართალი
მაჩალიკაშვილის ადვოკატი: ტყვიის ფრაგმენტზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა

თემირლან მაჩალიკაშვილის უფლებადამცველის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ტყვიის ფრაგმენტზე,  რომლითაც  მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. აღნიშნული განცხადება კუბლაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურაში ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა.

„ერთადერთი, რაც არ დადასტურდა, რაც ალბათ შემდგომი მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი, როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვია, რომელიც გავიდა ლოგინის თავში და შემდეგ გაჩერდა კედელში, არ აღმოჩნდა ამ ტყვიის ფრაგმენტზე, ამ ლითონის ფრაგმენტზე სისხლის კვალი. რა თქმა უნდა, უნდა ვკითხო ექსპერტს და შემდგომ გავაკეთოთ ჩვენი დასკვნა, თუ როგორ შეიძლება ტყვიამ, რომელმაც გაიარა შუბლი, გაიარა ფაქტობრივად მთლიანი სხეული, შემდეგ ლოგინი, ლოგინის თავი და კედელი,  არ აღმოჩნდეს მასზე სისხლის კვალი," - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა და დასძინა, რომ მას საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვის არანაირი უფლება არ აქვს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics