19:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 19:43:48, 3046 ნახვა

პოლიტიკა
„სააკაშვილის საკითხი არც ერთ შეხვედრაზე არ განხილულა“ - კობახიძემ უკრაინაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური ვიზიტი. გვქონდა შეხვედრები როგორც პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან. გვქონდა საუბარი ორმხრივ თანამშრომლობაზე უკრაინასა და საქართველოს შორის. ეს იყო განსახილველი საკითები. შევთანხმდით იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს საერთო მომავალს, თანამშრომლობას და იყო ამ კუთხით ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული ჩვენი ვიზიტი. რაც შეეხება ბატონი მიხეილ სააკაშვილის საკითხს. ეს საკითხი არ განხილულა არც ერთ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ჩვენი ვიზიტის ფარგლებში“, - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა. მანამდე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics