|
2018-01-18 15:58:36, 1037 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება
მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სტუმრად. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიუს მაკროპულოსი ხელმძღვანელობს. სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს. დელეგციის წევრებმა დაათვალიერეს სპორტის სასახლის მიმდინარე მშენებლობა, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება. დღესვე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფიდეს დელეგაციის ოფიციალურ წევრებთან ერთად ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილი ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა. ბათუმი ძალიან მომწონს. აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ბოლოს 4 წლის წინ ვიყავი. ქალაქში მიმდინარე განვითარებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მჯერა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ, ძალიან მოეწონებათ ბათუმი. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა აჭარის მთავრობაში. მოსამზადებელი სამუშაოები სწორი განრიგით მიმდინარეობს. ერთადერთი რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დამატებითი შენობის მშენებლობის საკითხი. თუმცა შეხვედრაზე განხილვის დროს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი თავის დროზე მოესწრება. ჩვენ მარტში ისევ ჩამოვალთ, რათა მოსამზადებელ სამუშაოებს გავეცნოთ" - აღნიშნა სამუშაო შეხვედრის შემდეგ ფიდეს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა ლოჯისტიკურ-ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალი, ასევე დამატებითი დარბაზის მშენებლობის საკითხი. „ბათუმში შედგა პირველი შეხვედრა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტთან გიორგიუს მაკროპულოსთან და მისი დელეგაციის წევრებთან. ჩვენ დავათვალიერეთ ის დარბაზები, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს. დავათვალიერეთ ის ადგილი სადაც ახალი დამატებითი დარბაზი უნდა აშენდეს. დავსახეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შევთანხმდით იმაზე, რომ შემდეგი ინსპექტირების ვიზიტი მოხდება უკვე მარტში" - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლების კუთხით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად მიიჩნევს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარებას როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლის მშენებლობა დამამთავრებელ ეტაპზეა, მიმდინარეობს მე-3 დარბაზის მშენებლობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება. „ცენტრალური და რეგიონული მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის" - აცხადებს ზურაბ პატარაძე. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე" გაიმართება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)