17:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 00:33:40, 1827 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: ვიცი, რომ ჰეროინი, კოკაინი, მარიხუანა ცუდია, მაგრამ ამისთვის ადამიანები არ უნდა გავრიყოთ

„ყველა შეთანხმებულია, რომ ნარკოტიკი ცუდია, მაგრამ აქ კითხვის ნიშანი დგას - ამ ცუდისთვის ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს?“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ ნარკოტიკის გამო ადამიანები უნდა გაირიყონ.

„მე ვიცი რომ ჰეროინი ცუდია, კოკაინი ცუდია და მარიხუანაც ცუდია, ისიც ვიცი რომ სიგარეტიც ცუდია და ალკოჰოლიც მავნებელია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ამისთვის ადამიანები უნდა გავრიყოთ. ჩვენ ამ ადამიანების გამოსწორება ამ პოლიტიკით ვერ შევძელით, გავრიყეთ საზოგადოებიდან. შენ უნდა გახდე უფრო ლმობიერი და ეძებო გამოსავალი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics