17:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 00:13:11, 1799 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: მუხთარლის საქმე არის თემა, რომელსაც იაფფასიანი პიარ აქციით ვერ გადაფარავ

„აფგან მუხთარლის საქმე არის თემა, რომელსაც შენ ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარ აქციით, ეს არავის დაავიწყდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევნაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარზე  პრობლემების აღიარება სწორი იქნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა:

”მუხთარლის თემაზე მაშინვე ვთქვი, რომ სასწრაფოდ უნდა მივცეთ რეაქცია. ეს არის თემა, რომელსაც შენ ვერ გადაფარავ რაიმე იაფფასიანი პიარ აქციით, რომელსაც მედიიდან გააქრობ და 2-3 დღეში ვინმეს დაავიწყდება. ეს არავის დაავიწყდება. პოლიტიკოსებს რატომღაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ, რომ არაუშავს დაავიწყდებათ. რა თქმა უნდა მუხთარლის საქმეზე თუნდაც მძიმე პრობლემების აღიარება იქნებოდა სწორი, თუმცა, როგორც ყოველთვის, დამოკიდებულება იყო, რომ არაუშავს. მაშინ მართლაც ისეთი რაღაცეები ზოგიერთმა თანამდებობის პირებმა, მართლა გადაფარეს საკუთარი ოდიოზურობით ეს ტრაგედია, მაგრამ ამას არავინ დაივიწყებს. მე სწრაფ პასუხს ამ საქმეზე აღარ ველოდები, რადგან იმ ადამიანებმა, ვისი პოლიტიკური ლოგიკაც სირაქლემას პოზას ჰგავს, ასეთი აზროვნების ლოგიკა არასდროს იძლევა პასუხებს”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics