|
2018-01-16 17:18:21, 2399 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს, - ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მეესამე სექტორის წარმომადგენლები მიესალმებიან პრეზიდენტის გადაწყყვეტილებას ვედო დაადოს "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, "რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის გაუმჭვირვალე შესყიდვების პროცედურებს, კომერციული რეკლამისა თუ სპონსორობის განთავსების დროის გაზრდას და სხვა პრობლემატურ საკითხებს". "წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს. ასევე, დააზარალებს კერძო მაუწყებელებს და ზოგადად ქართულ მედიაგარემოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო. გაითვალისწინოს პრეზიდენტის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტიტეტის წევრების, კერძო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული არგუმენტები და ამის საფუძლველზე კანონში ცვლილებები იმ ფორმით მიიღოს, რომ ზიანი არ მიადგეს მედიაგარემოს და შესაბამისობაში იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს 35 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. კერძოდ კი: ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI), ”ღია საზოგადოება-საქართველო”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საფარი”, ”ლიბერალური აკადემია თბილისი”, ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)”, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ”მედიის ინსტიტუტი”, ”საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)”, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, ”ათინათი”, ”ჩვენ ჯანსაღი მომავლისათვის”, სათემო კავშირი ,,ნუკრიანი", ”მეგობრობის ხიდი ქართლოსი”, ”ბოლნისის ენის სახლი”, ”ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი”, ”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი”, ”საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი”, ”დემოკრატ მესხთა კავშირი”, ”უკეთესი მომავლისათვის”, ”სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია”, ”დუშეთის განვითარების ფონდი”, ”რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი”, ”საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი”, ”ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი”, ”სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია”, ”რეგიონის განვითარების ცენტრი”, ”ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა”, ასოციაცია „სპექტრი“, ”საქართველოს სასოფლო დარბაზი”, ”სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი”, ”ქალები რეგიონის განვითარებისთვის”.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)