03:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 12:59:28, 2107 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია გარდაიცვალა

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ „პირველ არხს“ მისმა ახლობლებმა აცნობეს.

გიორგი ჭანტურია 1957 წელს დაიბადა. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში; 1992-1993 წლებში ასრულებდა საგანგებო დიპლომატიურ მისიას აზერბაიჯანში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ისრაელში; 1993 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში; 1994-1996 წლებში – საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1996 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი.

ბოლო პერიოდში, გიორგი ჭანტურია აზერბაიჯანში მუშაობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics