|
2018-01-02 23:16:59, 970 ნახვა
რეგიონი
პატარაძემ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა 2017 წელს გაწეული საქმიანობისათვის. ზურაბ პატარაძის თქმით, რთული და გამოწვევებით სავსე წელი ჰქონდა რეგიონს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წლის განმავლობაში იმუშავა ეფექტიანად სხვადასხვა მიმართულებით. ჯამში, ასობით შემთხვევაზე მოახდინა ოპერატიული და პროფესიონალური რეაგირება, რისთვისაც ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ. როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა აქტიურ რეჟიმში დაიწყეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების ჩატარება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმისათვის, რომ საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი იყოს მზად იმოქმედოს მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. ზურაბ პატარაძემ მეხანძრე-მაშველებს ახალ 2018 წელს მშვიდობა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)