22:16 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 19:42:35, 2761 ნახვა

საზოგადოება
დავით ტურაშვილი შეუძლოდ გახდა - მწერალი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწერლებსა და გამომცემლებს ხვდება, მწერალი დავით ტურაშვილი შეუძლოდ გახდა.

ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, დამსწრეებმა პოეტ ზვიად რატიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

ტურაშვილი, ემოციური გამოსვლის შემდეგ, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დავით ტურაშვილს გულზე რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics