|
2017-12-28 19:28:13, 1055 ნახვა
რეგიონი
ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება
ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ღონისძიებებს ევროპის მოედანი მასპინძლობს. ხვალ, 29 დეკემბერს 12:00-დან 17:00 საათამდე საბავშვო-გასართობი კონცერტი გაიმართება. 18:00 საათზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე, ირაკლი გოგიტიძე და ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება. ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები 30 დეკემბერსაც მოეწყობა. საღამოს 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი ბათუმელი ბენდების მონაწილეობით: ლურჯი იალქანი, Black sea, Scool Band და Geoplanet. განსაკუთრებით მრავალფეროვანია საახალწლო პროგრამა 31 დეკემბერს. 21:00 საათიდან ევროპის მოედანზე საცირკო წარმოდგენა აკრობატი სანტების მონაწილეობით მოეწყობა. 23:00 საათზე საახალწლო გალა-კონცერტი ვაჟა ტუღუშის, სოფო ხალვაშის, ნიკო ბერიძის, გიორგი ბერიძის, ანსამბლი „ბათუმის", სულხან დევაძის და ლადო ყატაშვილის მონაწილეობით დაიწყება. საახალწლო პროგრამა 00:30 სთ-ზე ჯგუფი „მგზავრების" კონცერტით გაგრძელდება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)