|
2017-12-27 19:58:50, 899 ნახვა
რეგიონი
საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს ესტუმრა, ხასან და ზექიე თურმანიძეების უხუცეს წყვილს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. „დღეს თურმანიძეების ოჯახს ვსტუმრობდით და საქართველოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილს დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცეთ. თურმანიძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია, რომლებმაც ერს 8 შვილი გაუზარდეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ტრადიციული ოჯახების შენარჩუნებაში. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 77 წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. ისინი ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილია არამარტო საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპაში. მიმდინარე წლის მაისის თვეში გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან. განსაკუთრებით, სასიმღერო ტრადიციის. ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა. ზურაბ პატარაძესთან ერთად, თურმანიძეების ოჯახში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)