17:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 17:49:13, 3775 ნახვა

პოლიტიკა
ხმაურიანი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ ჯანდაცვის კომიტეტი დღეს სხდომას ჩაატარებს

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც  „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებს  პირველი მოსმენით  განიხილავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტის სათათბირო ოთახში გამართული ხმაურიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს.

მარიამ ჯაშის თქმით, სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ვერ იწყებოდა.

მისივე განმარტებით,  ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობა ყველაზე სენსიტიური ინიციატივაა,  რომელზეც დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

კომენტარი გააკეთა აკაკი ზოიძემაც:

"ახლა არის ქვორუმი. ემოციური თემაა და ცუდი არა არაფერი იმაში, რომ პარლამენტარები თავიანთ სულს და გულს დებენ იმ საკითხებში, რაც მიჩნიათ სწორად,  ან არასწორად",-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა სამ საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა როგორ აღვნიშნეთ, ქვორუმის არ არსებობის გამო,  ვერ დაიწყო.

ახლა კი ოპოზიციის დეპუტატების მონაწილეობით სხდომის დაწყება შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის კომიტეტის წევრი 7 დეპუტატი  ცვლილებებს ეწინააღმდეგება და   კომიტეტზე დასწრებას არ აპირებს.

ეს დეპუტატები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალურ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში.

კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics