|
2017-12-26 10:30:54, 948 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა. „ახალი წელი ყოველი ჩვენგანისთვის ცვლილებების, იმედების ასრულებისა და უკეთესი მომავლის მოლოდინია. ასეთი დღეა 25 დეკემბერი ლუკავების მრავალშვილიანი ოჯახისთვის. სოხუმში დრანდის ციხიდან შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს. იგი 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვულოცავთ, გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას და დამდეგ 2018 წელს. ვუსურვებთ მის ოჯახს მხნეობას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და ბედნიერებას. ვფიქრობ, სოხუმის კეთილი ნება პატიმრის განთავისუფლების საქმეში იმაზეც მეტყველებს, რომ ჟენევის ფორმატში თბილისისა და სოხუმის მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ საკითხებში ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს და მიზანსაც აღწევს. მინდა მჯეროდეს, რომ ახალი, 2018 წელი იქცევა ჩვენ შორის ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობის საწყის ეტაპად. შესაძლოა, სწორედ ამ წელმა მოგვიტანოს ნდობის აღდგენის, ურთიერთობების დაწყების, მივიწყებული მეზობლობის განახლების სიხარული“,-აღნიშნა ყოლბაიამ. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)