|
2017-12-25 18:37:06, 2026 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზვიად რატიანის საქმეზე ყველა კითხვას დამაჯერებელი პასუხი გაეცემა
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ დაწყებული გამოძიება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში გასცემს დამაჯერებელ პასუხს. ამასთან, სახალხო დამცველი სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საქმის თავდაპირველ შესწავლასა და პირველად მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა, რაც ეწინააღმდეგება საგამოძიებო ქვემდებარეობის დადგენილ წესსა და გამოძიების ეფექტიანობის საერთაშორისო სტანდარტებს. „სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზვიად რატიანის საქმე განყენებულად არ უნდა იქნას განხილული. იგი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებას წარმოადგენს, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობდა 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში. მოქალაქეთა ნდობის აღდგენისთვის, რაც შს მინისტრის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, თითოეული ფაქტის გამოძიებაა აუცილებელი. ამ კუთხით სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, შემთხვევის საბოლოო გამოძიებამდე ერთ–ერთი პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზვიად რატიანი სავარაუდო არასათანადო მოპყრობას სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას დაექვემდებარა, რომლის ფარგლებშიც 52 000–მდე პირი იქნა გადამოწმებული. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ არასათანადო მოპყრობის ან პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს - 1481. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ზვიად რატიანს უკვე შეხვდნენ და გაესაუბრნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს როგორც ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის, ისე – არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას“,-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)