19:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 14:58:33, 2413 ნახვა

მსოფლიო
პუჩდემონი: არჩევნებში კატალონიის რესპუბლიკამ გაიმარჯვა, რაც ესპანეთის პრემიერისთვის სილის გაწნაა

კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ უკვე ცნობილია, რომ 135 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში სეპარატისტულ ძალთა კოალიციას 70 ადგილი ექნება.

გაერთიანებამ "ერთად კატალონიისთვის", რომლის პირველი ნიმერი რეგიონის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონია, 34 მანდატი, ხოლო პარტიამ "მოქალაქეები", რომელიც რეგიონის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩერნის მომხრეა, 37 მანდატი მოიპოვა. 

კარლეს პუჩდემონი მოვლენებს ბელგიიდან გამოეხმაურა და არჩევნების შედეგებს კატალონიის გამარჯვება უწოდა.

„არჩევნებში გაიმარჯვა კატალონიის რესპუბლიკამ, რაც სახეში სილის გაწნაა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოგვისმინონ“, - განაცხადა ბრიუსელში მყოფმა კარლეს პუჩდემონმა.

2 ნოემბერს ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის 8 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ამბოხსა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედებათ. 8 ნოემბერს ესპანეთის საკონსტიტიუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ ცნო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე აამოქმედა, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას და რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics