|
2015-05-09 17:26:58, 1594 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „ძვირფასო ვეტერანებო, ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავს. ფაშიზმზე გამარჯვება ჩვენი ხალხების საერთო შეუფასებელი, მონაპოვარია. ჩვენი ხალხები გვერდიგვერდ იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ და მსოფლიო ნაციზმისგან გაათავისუფლეს. დღეს დღეისობით, ჩვენი ვალია, გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგება და ვეტერანებზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია, ასევე, 70 წლის წინანდელ მოველენებზე სიმართლის დაცვა და ისტორიის დამახინჯების ყოველგვარი მცდელობების აღკვეთა. ვიმედოვნებ, რომ საბრძოლო ძმობა, მეგობრობა, მომავალშიც იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული, კერძომეზობლური და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საფუძველი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)