|
2017-12-13 12:39:20, 1003 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ყოფილ პატიმრებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ
დღეს, ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სამედიცინო აქცია ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, 15 ყოფილ პატიმარს კარდიოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა ქ. ბათუმის N1-მა პოლიკლინიკამაც გამოგვიცხადა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიის ინსტიტუტის ჩართულობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტი ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროცესში“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. სამედიცინო აქცია „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა იმერეთში 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს. პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს, აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ, იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით, ასევე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კულტურულ/საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)