09:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 19:12:10, 2406 ნახვა

მსოფლიო
რუსი „პრანკერი“ აცხადებს, რომ პოროშენკოს სააკაშვილის დაკავებაზე საქართველოს პრემიერის სახელით ესაუბრა (აუდიო ჩანაწერი)

რუსი "პრანკერი" უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პორშენკოს საქართველოს პრემიერ-მინიტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელით ესაუბრა, - ამის შესახებ Strana იუწყება.

როგორც სააგენტო წერს, საუბრის აუდიოჩანაწერი "პრანკერმა" Youtube-ში გაავრცელა.

მან პოროშენკოსგან მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პროშენკომ პრანკერთან საუბარში აღნიშნა, რომ გამოძიების თანახმად მიხეილ სააკაშვილს გაქცეული ოლიგარქი კურჩენკო აფინანსებს.

"ვიპოვეთ კვალი, რომ სააკაშვილს კურჩენკო და რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებენ. ახლა გამოძიება მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს არ გამოვიყენებთ, მოგვიანებით მექნება მეტი ინფომრაცია და საღამოს დავილაპარაკოთ", - მიმართა პოროშენკომ პრანკერს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილი ეგონა.

ამასთან, პრანკერი დაინტერესდა მოხდება თუ არა სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში, რაზეც პოროშენკომ უპასუხა: "ვნახოთ".  "უბრალოდ ის აქ არ გვჭირდება, ჩვენ ხომ ამაზე შევთანხმდით", - მიუგო პრანკერმა.   

საუბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი მიხვდა, რომ საქართველოს პრემიერს არ ესაუბრებოდა და უცენზურო სიტყვებით მიმართა.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პეტრო პორშენკოს პრანკერები სხვადასხვა პოლიტიკოსების სახელით უკავშირდებიან. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics