08:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:24:49, 2122 ნახვა

მსოფლიო
„არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ტერორი განახორციელოს“ - ტიმოშენკო სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

„ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ," - ასე გამოეხმაურა პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

ტიმოშენკომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს მიმართა:

„როდესაც მასთან შეცვივდნენ სახლში, არ უშვებდნენ ადვოკატებს, არ უშვებდნენ დეპუტატებს, აიძულეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასულიყო სახურავზე და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა სახურავიდან გადმოხტომას, რადგანაც ეს იყო მისი პროტესტი იმ პოლიტიკური მოქმედების წინააღმდეგ, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს. არავის აქვს უფლება, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე პრაქტიკულად განახორციელოს პოლიტიკური ტერორი, რომელიც დღეს გახდა უკრაინის სახე“, - განაცხადა ტიმოშენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics